სერვისები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის 

დღის ცენტრი/ღამის თავშესაფარი და მობილური მუშაობა მიუსაფარ ბავშვებთან

სერვისის ბენეფიციარები არიან 5-18 წლამდე ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ან/და მუშაობენ ქუჩაში და რისკის ჯგუფის ბავშვები.

მობილური ჯგუფი

მობილური ჯგუფის მუშაობის მიზანია გამოავლინოს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები. ნდობის მოპოვების შემდეგ, მობილური ჯგუფის წევრები (მძღოლი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და თანასწორგანმანათლებელი) ახდენენ ბავშვის მდგომარეობას შეფასებას, უწევენ ბავშვს ყველა შესაძლო სახის მყისიერ დახმარებას ადგილზე და სთავაზობენ ცენტრში არსებულ სხვადასხვა სერვისს. მობილური ჯგუფის მუშაობის ამოცანაა მოხდეს ბავშვის ქუჩიდან განრიდება და მისი დღის ცენტრის აქტივობებში ჩართვა.  სხვა შემთხვევებში, მობილური ჯგუფის წევრები აგრძელებენ მუშაობას ბავშვებთან ქუჩაში, ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს: ასწავლიან ბავშვებს წერა-კითხვას, ინფორმაციას აწვდიან ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე, სხვადსხვა დაავადებებზე და მავნე ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეულ უარყოფით გავლენაზე, ორგანიზებას უწევენ სპორტულ და გასართობ აქტივობებს.

დღის ცენტრი და მასთან არსებული ღამის თავშესაფარი . თბილისში და . რუსთავში

დღის ცენტრის სერვისი მიზნად ისახავს ბავშვების სასიცოცხლო საჭიროებებით უზრუნველყოფას. ცენტრში ბავშვების მიღება/ჩარიცხვა ხდება როგორც მობილური ჯგუფის და პოლიციის  მომართვის, აგრეთვე  ბავშვის პირადი მომართვის საფუძველზე.

არსებული სერვისების მეშვეობით ბავშვებს აქვთ საშუალება: მიიღონ შხაპი და გაირეცხონ სამოსი დღის ცენტრში, მიიღონ სეზონური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, უზრუნველყოფილნი არიან ცხელი საკვებით. პროფესიონალი ფსიქოლოგის დახმარების მეშვეობით, ბენეფიციარები სწავლობენ საკუთარი ემოციების მართვას, სხვა ადამიანებთან ურთიერთობას სწორი კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გამოყენების მეშვეობით, ასევე სწავლობენ საზოგადოებაში მიღებულ ქცევის ნორმებს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გარდა, ბავშვები ღებულობენ ინფორმაციას ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის აუცილებლობაზე, მავნე ნივთიერებების გამოყენებით ჯანმრთელობაზე მიყენებულ უარყოფით გავლენაზე და სხვადასხვა დაავადებებზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვების სწავლას და განვითარებას. ბავშვები სწავლობენ წერა-კითხვას, ელემენტარულ მათემატიკას. ხდება მათი ჩართვა ინკლუზიური განათლების სისტემაში.  ბავშვები ღებულობენ ინფორმაციას სხვადასხვა პროფესიებზე, ასევე ეუფლებიან პროფესიულ უნარ-ჩვევებს ცენტრში არსებულ სახელოსნოებში. ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მოსამზადებლად, სოციალური და სასიცოცხლო უნარჩვევებით აღჭურვის მიზნით ტარდება სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებები. ბავშვები და მოზარდები სწავლობენ თავისუფალი დროის აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას: მონაწილეობენ სპორტულ და ინტელექტუალურ ღონისძიებებში.

ბავშვები და მოზარდები ღებულობენ დახმარებას პირადობის დამადასტურებელი საბუთების მიღებაში.   ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების გარდა, სერვისის ფარგლებში ხდება იმ ბავშვების დახმარება, რომლებიც ყველა სახის საშიშროების და ძალადობის რისკის წინაშე დგანან. წლის განმავლობაში, თბილისის  და რუსთავის სერვისით სარგებლობს 500-მდე ბავშვი და მოზარდი.

დღის ცენტრთან არსებული ღამის თავშესაფარი უზრუნველყოფს ბავშვებს უსაფრთხო და დაცული გარემოთი.

აღნიშნული სერვისების მიზანია მოხდეს ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან რეინტეგრაცია ან ალტერნატიულ გრძელვადიან სერვისებში,  მცირე-საოჯახო ტიპის სახლებში ან მიმღებ ოჯახებში განთავსება.

  • დღის ცენტრი და მასთან არსებული სადღეღამისო თავშესაფარიჩემი სახლი

მისამართი: თბილისი, მანჯგალაძის ქ. 59

 

  • დღის ცენტრი და მასთან არსებული სადღეღამისო თავშესაფარითბილი სახლი

მისამართი: ქ. რუსთავი, ფალიაშვილის ქ. N 18 სკოლის მიმდებარე ტერიტორია

 

სერვისები მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის

საოჯახო ტიპის სახლები

საოჯახო ტიპის სახლების მუშაობის მიზანია მზუნველობამოკლებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების ოჯახური პირობებით უზრუნველყოფა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება.  ბავშვები უზრუველყოფილნი არიან ოთხჯერადი კვებით, სეზონური ტანსაცმლით და ფეხსაცმლით, პირადი ჰიგიენის ნივთებით. ბავშვები ღებულობენ ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას. ყველა ბავშვი იღებს  სავალდებულო ან პროფესიულ განათლებას, საჭიროების  შემთხვევაში ბავშვები ჩართულნი არიან ინკლუზიური განათლების სისტემაში. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ხდება სხვადასხვა სასწავლო კურსების შეთავაზება. ბავშვების სოციალური და სასიცოცხლო უნარებით აღჭურვის მიზნით შემუშავდა „დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა“. ამჟამად, საქართველოს კარიტასი მართავს სამ საოჯახო ტიპის სახლს: ორი მათგანი ფუნქციონირებს ქალაქ თბილისში და ერთი – სოფელ მარტყოფში. სამივე სახლი ემსახურება 28 მზრუნველობამოკლებულ ბავშვს. მარტყოფის  საოჯახო ტიპის სახლი წარმოადგენს ინტეგრირებულ გარემოს, სადაც ცხოვრობენ ჯანმრთელი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ბავშვები.

ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახთან რეინტეგრაციის ან მიმღებ ოჯახებში განთავსების მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან.

  • საოჯახო ტიპის სახლიათი მნათი

მისამართი: ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ #2

 

  • საოჯახო ტიპის სახლიიმედის სხივი

მისამართი: ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ #2

 

  •  საოჯახო ტიპის სახლიჩვენი სახლი

მისამართი: გარდაბნის რ-ნის სოფ. მარტყოფი

 

ახალგაზრდული სახლი

ახალგაზრდული სახლის სერვისის მიზანია, დროებითი საცხოვრისით  უზრუნველყოს ზრუნვიდან გასული ახალგაზრდები,  რომლებიც ასაკის გამო ტოვებენ ბავშვთა რეზიდენტულ სერვისებს. ხდება ბენეფიციარების განათლების მიღების, დასაქმების, მათი ახალ სოციალურ გარემოსთან ადაპტაციის ხელშეწყობა.   კარიტასის ახალგაზრდული სახლი ემსახურება  6 ახალგაზრდას.

  • ახალგაზრდული სახლი

მისამართი: ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ #2

Irina Abuladze-001                   დღის ცენტრი და მასთან არსებული სადღეღამისო

                  თავშესაფარიჩემი სახლი

მისამართი: თბილისი, მანჯგალაძის ქ. 59

ტელეფონი: 595993051

                  კოორდინატორი   ირინა აბულაძე

მობილური:  595001865

ელ მისმაართი irina.abuladze@caritas.ge;

nana tskhvedadze-001                 დღის ცენტრი და მასთან არსებული სადღეღამისო

                თავშესაფარითბილი სახლი

მისამართი: ქ. რუსთავი, ფალიაშვილის ქ. N 18 სკოლის

მიმდებარე ტერიტორია

ტელეფონი:  599873524

                კოორდინატორი ნანა ცხვედაძე

მობილური: 599873869

ელ მისმაართი nana.tskhvedadze@caritas.ge;

Maia Koiava-001 საოჯახო ტიპის სახლიათი მნათი

მისამართი: ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ #2

ტელეფონი:  599030341

ლიდერი მაია ქოიავა

მობილური: 599030340

ელ მისმაართი maia.koiava@caritas.ge;

manana mdivani საოჯახო ტიპის სახლიიმედის სხივი

მისამართი: ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ #2

ტელეფონი:  599030343

ლიდერი მანანა მდივანი

მობილური: 599030346

ელ მისმაართი manana.mdivani@caritas.ge;

 

 

 

 

Tamar Bliadze-001 საოჯახო ტიპის სახლიჩვენი სახლი

მისამართი: გარდაბნის რ-ნის სოფ. მარტყოფი

ტელეფონი:  599876076

ლიდერი თამარ ბლიაძე

მობილური: 595039983

ელ მისმაართი tamar.bliadze@caritas.ge

 Nazibrola Inadze-001 ახალგაზრდული სახლი

მისამართი: ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ #2

კოორდინატორი ნაზიბროლა (ზიზი) ინაძე

მობილური: 595001860

ელ მისმაართი zizi.inadze@caritas.ge;