24 ნოე
  • By Nino Gambashidze
  • Cause in

თანამშრომლობა ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტთან

2017 წლის 12-18 ნოემბერს, ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს სტუმრობდა სტუდენტების ჯგუფი პროფესორ ანნა კელნერის ხელმძღვანელობით. საქართველოს კარიტასის შინმოვლის პროექტის გუნდის წევრები და სტუდენტები ერთობლივად ეწვივნენ პროექტის ბენეფიციარებს  გამოცდილების  გაზიარებისა და პრაქტიკული  უნარების განვითარების მიზნით.

ვიზიტის დროს პროფესორი  კელნერი შეხვდა საქართველოს კარიტასის, პროფესიული კოლეჯ „ფანასკერტელის“ და წმ. თამარ მეფის სახელობის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს.  უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ არქიმანდრიტ ადამ ახალაძესთან შეხვედრისას სტუმრებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები.

17 ნოემბერს, ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის დელეგაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა. ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე და დირექტორის მოადგილე თამარ მახარაშვილი მიესალმნენს ტუდენტებს და ხაზგასმით აღნიშნეს გაცვლითი პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამების მენეჯერმა კახა ერაძემ და პროფესორმა ანა კელნერმა წარმოადგინეს პრეზენტაციები პროფესიული განათლების შესახებ საქართველოსა და გერმანიაში. შეხვედრაში მონაწილე გერმანელი და ქართველი სტუდენტები დაინტერესდნენ განათლებისა და დასაქმების პერსპექტივებით.

Nino Gambashidze