• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

წმ. ბარბარეს დედათა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრი

Home / წმ. ბარბარეს დედათა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრი

 

წმ. ბარბარეს დედათა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრის მიზანი: დაუცველი, 10 წლამდე ბავშვებისა და მათი დედები დახმარება, მათი უსაფრთხო და დაცული გარემოთი უზრუნველყოფა, ბავშვების მიტოვების პრევენცია და ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერება.

 

დედათა და ბავშვთა ცენტრი ოფიციალურად 2017 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს და აქვს შესაძლებლობა, რომ ერთდროულად 20 ბენეფიციარს მოემსახუროს, თითოეულს ერთი წლის განმავლობაში. ასევე,  ცენტრში ბავშვები და მათი დედები უზრუნვეყოფილნი არიან:

  • 24 საათიანი თავშესაფრით და უსაფრთხო გარემოთი;
  • ოთხჯერადი კვებით და ჰიგიენისთვის აუცილებელი ნივთებით;
  • ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მომსახურებით;
  • პედიატრის მომსახურებით;
  • საჭიროების შემთხვევაში ამბოლატორიული და სტაციონალური მომსახურებით.

პროექტი ასევე  ხელს უწყობს ბავშვებისა და დედების  განათლებასა და დასაქმებას, რაც მათ დამოუკიდებლად ცხოვრებაში დაეხმარება ცენტრის დატოვების შემდეგ.

 

პარტნიორები: საქართველოს მთავრობა; “ახლო აღმოსავლეთის კეთილდღეობის ასოციაცია” (CNEWA); “KinderMissionswerk

ადგილმდებარეობა: თორნიკე ერისთავის ქუჩა 2დ, 0192 თბილისი