• Back at home, because home is where the heart is.

განვითარებითი საქმიანობა

“Caritas Internationalis“ „ურთიერთანამშრომლობის პრინციპების“  სახელმძღვანელოზე დაყრდნობით:

„ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ადამიანებს განავითარონ და რეალიზება გაუკეთონ თავიანთ შესაძლებლობებს, რათა მართონ და ეფექტურად გამოიყენონ არსებული რესურსები, თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ადამიანების განვითარების და მათი შესაძლებლობების გაძლიერების გზით ჩვენ გვსურს ხელი შევუწყოთ აქტიურ და ძლიერ ადგილობრივ თემებს და მათ წევრებს მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ საზოგადოებაში. ჩვენ ვათვიცნობიერებთ თუ რა მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადგილობრივ ეკლესიას სამოქალაქო საზოგადოებაში.“
სიტყვა „განვითარების“ ფართო განსაზღვრებამ შეიძინა ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. ეს არის გაუმჯობესება დროსა და სივრცეში განსაზღვრული პროცესისმეშვეობით. სამიზნე ჯგუფისათვის განვითარებითი საქმიანობები შესაძლოა იყოს მართლაც „განვითარებითი“ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სამიზნე ჯგუფები თვითონ ღებულობენ მონაწილეობას  ამ პროცესში. „საქართველოს კარიტასმა“ ეს შეთანხმება სოფლის თემებთან მუშაობის  დროს მოიპოვა.
განვითარებით საქმიანობებში მონაწილეობა ეხმარება თემის წევრებს გაათვიცნობიერონ საკუთარ კეთილდღეობაზე მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობა და ის რეალობა, რომ  „არავის არ შეუძლია მათზე უკეთესად მოაგვაროს მათივე პრობლემა“
1.      თემებთან მუშაობა „საქართველოს კარიტასმა“ დაიწყო 2002 წელს „წყალ-მომარაგების რეაბილიტაცია თემის მობილიზაციის გზით, სამცხე-ჯავახეთის სოფლებში“პირველი განვითარებითი პროექტის  მეშვეობით, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოფლის თემი. სარეაბილიტაციო საქმიანობა 2003 წელს დაიწყო. პროგრამის II ფაზა კი 2009 წლის შემოდგმომამდე გაგრძელდა.
2.      2005 წელს „საქართველოს კარიტასმა“ დაიწყო: „საქართველოს მოქალაქეთა ეკონომიური სიტუაციის სტაბილიზაციისა და მიგრაციის პრევენციის“ პროექტის განხორციელება. პროექტი 2007 წლამდე გაგრძელდა.
3.      2008 წელს „საქართველოს კარიტასმა“ წამოიწყო პროექტის „სამოქალაქო მონაწილეობის და ადგილობრივი თვითმართველობის ართულობის ხელშეწყობა“ განხორციელება. პროექტის პირველი ფაზა დასრულდა 2008-2009 წლებში. ხოლო პროექტის მეორე ფაზა 2010 წელს დაიწყო.
4.      2008 წელს „საქართველოს კარიტასმა“ დაიწყო „მცირე ფერმერული მეურნეობების ხელშეწყობა“.  პროექტის პირველი ფაზა დასრულდა 2008-2009 წლებში. ხოლო პროექტის მეორე ფაზა დაიწყო 2010 წელს.

გადაუდებელი დახმარება ჰუმანიტარული და სარეაბილიტაციო დახმარება

liana-1024x1024
ლიანა მხეიძე
განვითარების და გადაუდებელი დახმარების პროგრამის მენეჯერი
ნუცუბიძის მე-2 პლატო, 3ა
0183 თბილისი, საქართველო
ტელ./ფაქსი:   (+995 32) 221 78 19
მობ:   (+995 591) 22 97 03
ელ-ფოსტა:  liana.mkheidze@caritas.ge