დღის ცენტრი და ხელოვნების თერაპიის სტუდია ქ. თბილისში

6-18 წლამდე ასაკის, 160 ბავშვს საშუალება აქვს გაატაროს თავისუფალი დრო დაცულ, მეგობრულ გარემოში და ჩართული იყოს საგანმანათლებლო, გასართობ აქტივობებში. ბავშვებთან მუშაობენ კვალიფიციური პედაგოგები და ფსიქოლოგები.

ცენტრში ბავშვები სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას ღებულობენ.  ყველა ბავშვი სადილობს კარიტასის სასადილოში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვების განათლებას: ისინი ღებულობენ პედაგოგების დახმარებას სასკოლო დავალებების მომზადებაში, დამატებით უტარდებათ ინგლისური ენის გაკვეთილები და ეუფლებიან კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს. ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიზნით, გამოიყენება ხელოვნების თერაპიის  მეთოდი კერამიკის, ტიხრული მინანქრის, ხატწერის, დეკორატიულ ხეზე კვეთის და ჭედურობის, თექის და ქსოვის სახელოსნოებში. აგრეთვე ბავშვები ჩართულნი არიან ცეკვის, სიმღერის და თოჯინების თეატრის სახელოსნოებში, სადაც თვითონ ქმნიან თოჯინებს, ცეკვებსა და თეატრალურ ნომრებს. ისინი ასევე ეუფლებიან თმის ჭრის ხელობას. მიღებული უნარ-ჩვევები ბავშვებს მომავალში შეუძლიათ შემოსავლის წყაროდ გამოიყენონ. 16-18 წლამდე მოზარდები სწავლობენ სამსახურის მოძიებისათვის საჭირო უნარებს: რეზიუმეს მომზადებას, ინტერვიუზე თავის წარდგენას, ასევე ღებულობენ ინფორმაციას, თუ სად შეიძლება იყოს განთავსებული ინფორმაცია ვაკანტური ადგილების შესახებ.

დღის ცენტრი სოფელ არალში

   (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი; სამხრეთ-დასავლეთი საქართველო)

90 ბავშვი ჩართულია საგანმანათლებლო აქტივობებში და ეუფლებიან ინგლისურ ენას, მათემატიკას, ხატვას, კომპიუტერზე მუშაობას. ეუფლებიან გობელენის და თექის ნაწარმის შექმნის ტექნოლოგიას. მათ ვინც აპირებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას, პედაგოგები გამოცდებისათვის მომზადებაში ეხმარებიან.

 დღის ცენტრი ქ. ვალეში

  (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი; სამხრეთ-დასავლეთი საქართველო)

ბავშვების და ახალგზარდების ცენტრი, ქ. ვალეში 2017 წლის თებერვალში გაიხსნა. პროექტის მთავარი მიზანია, მკვიდრი ბავშვების და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

ცენტრში ბავშვები დაეხმარებას მიიღებენ სასკოლო საგნების მომზადებაში. აგრეთვე, ისინი შეისწავლიან მათემატიკას, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, მუსიკას, რუსულს, ქართულს და ინგლისურ ენებს. აბიტურიენტები მოემზადებიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. გარდა ამისა,  ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ აქტივობებში, ექსკურსიებსა და ლაშქრობებში.

ამჟამად, ბავშვების და ახალგაზრდების ცენტრი ემსახურება, 6-დან 18 წლამდე ასაკის 110 ბავშვს, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და საჯარო სკოლებთან.

კოორდინატორი

 tamar chaduneli-001 თამარ ჩადუნელი

ქ. თბილისში, დღის ცენტრის კოორდინატორი

მისამართი: ერისთავის ქ. 2, გლდანი-ნაძალადევის რაიონი

0192 თბილისი, საქართველო

ტელ: 595 00 18 50

ელ-ფოსტა: tamar.chaduneli@carits.ge

  შოთა გიქოშვილი

ქ. ვალეში, დღის ცენტრის კოორდინატორი

ტელ: +995 557 20 08 09

ელ-ფოსტა: shota.gikoshvili@caritas.ge