ახალგაზრდულ სფეროში პროგრამის ფარგლებში ქუთაისში მოქმედებს ახალგაზრდული ცენტრი

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის პროექტი პასუხობს საჭიროებას რომელიც გამოვლინდა 2000 წლიდან ძირითადად ქუთაისის გარეუბნებში და იგი ცდილობს ქუჩას მოაცილოს ბავშვები მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახებიდან. გახსნის დღიდან, ცენტრი ემსახურება  წელიწადში დაახლოებით 100 ბავშვს.

ახალგაზრდულ ცენტრს შემდეგ მიზნებს ემსახურება: ცხოვრების პერსპექტივების გაუმჯობესება და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია ქუთაისის ყველაზე სოციალურად დაუცველი ბავშვების შორის შემდეგი მოქმედების მეშვეობით:

  • ბავშვებს  მხარდაჭერა სკოლის საქმიანობაში
  • არასრულწლოვნების თანხლება ჰუმანური და პიროვნული ზრდის პერიოდში
  •  არასრულწლოვანთა ოჯახების ინტეგრირებული სოციალური მხარდაჭერა

ბავშვთა ცენტრის პროექტის პერსონალი გახლავთ: ერთი კოორდინატორი, 14 მასწავლებელი, ერთი ფსიქოლოგი, ერთი მზარეული, ერთი ასისტენტი, ერთი დიასახლისი, სამი დარაჯი.

პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქ. ვერონის კარიტასი, ასოციაცია ABCS, სკოლა “Alle Stimmate”, ასოციაცია იტალია – ჯორჯია, ასოციაცია Amici Don Baldo და ტრენტოს პროვინცია, და აგრეთვე სოციალური მომსახურების სააგენტო ქ. ქუთაისის საჯარო სკოლები  რომლებთან ცენტრს აქვს მჭიდრო თანამშრომლობა.